რობერტო კარლოს და სილვა როხა დაიბადა 1973 წლის 10 აპრილს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ახლა ის ბრაზილიურ ”კორინთიასში” გამოდის და ამპლუით მარცხენა მცველია. კარლოსმა 3-ჯერ მიიღო მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა, 1998 წელს მან მეორე ადგილი აიღო, ხოლო 2002 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეძლო მუნდიალის მოგება. ასევე მისი ერთ-ერთი პლიუსი შეუდარებელი სისწრაფე და გამაოგნებელი სიძლიერის დარტყმაა მისი მარცხენა ფეხით. სანამ ბრაზილიელი თურქულ ”ფენერბახჩეში” გადავიდოდა, ის მადრიდის ”რეალის” ღირსებას იცავდა 11 წელი. მან შეძლო და მადრიდულ კლუბთან ერთად მოიგო 4 ლა ლიგა, 3 უეფას ჩემპიონთა ლიგა და 2 საკონტინენტთაშორისო თასი. ის ასევე იმ 6 ფეხბურთელთაგანია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. 1997 წელს ”ფიფას” მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის რობერტო მოერე ადგილზე გავიდა, მას თანამემამულე რონალდომ გაასწრო, ხოლო 2004 წლის მარტში ბრაზილიელი პელეს მიერ დასახელებულ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო 125 ფეხბურთელთა შორის მოხვდა.
↧